Monday, April 7, 2014

შეხვედრა ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენელთან .

2 აპრილს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სიქა-საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით, შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო კლუბების წევრები რუსთავის საჯარო სკოლებიდან.

შეხვედრის თემა იყო: როგორ იქცა ფოტოგრაფიას ხელოვნებად და როგორ უნდა გადავიღოთ "კარგი" ფოტო.

ახალგაზრდებმა მოისმინეს ფოტოგრაფიის დაბადების ისტორია, მისი წინაპირობები და განვითარების პროცესები. ასევე მიიღეს პრაქტიკული რჩევები, რისი გათვალისწინებითაც შესაძლებელია კარგი ფოტოს გადაღება. აუდიტორია აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში.

შეხვედრა გაიმართა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH international, აფინანსებს USAID და მხარს უჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისრტო.

გამოკითხვა ,,რა აწუხებს თემს"

გამოკითხვის ვიდეო რგოლი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე.

https://www.youtube.com/watch?v=5ocGu8c05to

სამოქალაქო კლუბმა ,,თემიდამ’’ პროექტის ,,რა აწუხებს ჩემს თემს?’’-ის პირველი ეტაპი უკვე დასრულა.

სამოქალაქო კლუბმა ,,თემიდამ’’ პროექტის ,,რა აწუხებს ჩემს თემს?’’-ის პირველი ეტაპი უკვე დასრულა.
სამი დღის განმავკლობაში სამოქალაქო კლუბის, ,,თემიდას’’ წევრები ვატარებდით გამოკითხვას. კლუბის წევრების მოსახლეობას უსვამდნენ კითხვას: რა პრობლემაა ქალაქში და როგორ ხედავენ ამ პრობლემის მოგვარების გზებს.
გამოკითხვა ვაწარმოეთ მეგობრობის გამზირზე , მერიის წინ, ცენტრალურ მოედანზე და ასევე ინტერნეტის მეშვეობით.
საბოლოოდ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 162 ადამიანმა. გამოკითხვისას გამოვლინდა ქალაქში არსებული 11-მდე პრობლემა. მოსახლეობაში ყველაზე აქტუალური აღმოჩნდა სანაგვე ურნების სიმცირე, ეს პრობლემა დაასახელა გამოკითხულთა 23%-მა. გთავაზობთ გამოკითხულთა დასახელებული პრობლემების სრულ სიას:
1) სანაგვე ურნების სიმცირე (დაბინძურებული ტერიტორიები)
2) შიდა ეზოების მოუწესრიგებლობა (გამწვანებისა და გზის საფარისპრობლემა შიდა ეზოებში)
3) სანიაღვრე ჭების პრობლემა
4) ბინების დეკორაციის გაუმაგრებლობა
5) სკვერებში სკამების გაუმართაბა
6) ლამპიონების გაუმართაობა (ხალხმრავალ ადგილებში, საფეხბურთო მოედნებზე და სხვ.)
7) სახურავების მოუწესრიგებლობა (გადაფარვა)
8) უსახლკარო ცხოველების პრობლემა
9) უკულტურო საზოგადოება
10) ქარხნებისაგან ჰაერის დაბინძურება
11) ტრანსპორტის პრობლემა (ახალი სატრანსპორტო საშუალებების შემოყვანა

Thursday, April 3, 2014

ვიზიტი 112-ში


2014 წლის, 27 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, საგანმანათლებო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები ესტუმრნენ. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რუსთავის ოთხი და მარნეულის სამი საჯარო სკოლის, მეცხრე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს.
 40-მდე უფროსკლასელი „112“-ის ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი მიიღეს.
 სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ცნობილი გახდა გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებები ცრუ და არამიზნობრივი ზარების განხორციელების დროს და აღნიშნული კანონდარღვევის შემთხვევაში დაწესებული ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.
მოზარდებმა ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ, სლოგანითერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“, მიიღეს ინფორმაცია. აღნიშნული კამპანიის მიზანი .. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირებაა. „112“-ის წარმომადგენლებისაგან მოზარდებისთვის დეტალურად იქნა ახსნილი სიმპტომები, რომლებიც ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას შეიძლება მოყვეს და აღინიშნა მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას 112-ზე დროულად დარეკვის აუცილებლობა.
„112“-ში ვიზიტი სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყოველთვის აინტერესებდათ ცენტრის ფუნქციონირების სპეციფიკა და ოპერატორების სამუშაო რეჟიმი.
 ვიზიტის დასასრულს, სამოქალაქო კლუბის წევრ მოსწავლეებს „112“-ისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

წიგნის კლუბი

#17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი თემიდა აქტიურად თანამშრომლობს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ბიბლიოთეკასთან. კლუბის წევრების ინიციატივით ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბდა მკითხველთა კლუბი. ბიბლიოთეკამ გამოუყო კლუბს ფართი, კვირაში 2 დღე, 2-2 საათის განმავლობაში მკითხველთა კლუბის ფუნქციონირებისათვის. კლუბის წევრები შეძლებენ საჭიროების შემთხვევაში ისარგებლონ ბიბლიოთეკის წიგნებით.

თვითმმართველობასთან ინიციატივით მიმართვა

#17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა თემიდამ თვითმმართველობას მიმართა ინიციატივით, რომ მეგობრობის გამზირზე, ჰამლეტ გონაშვილის სახელობის პარკში არსებული ინვენტარი განახლდეს (სკამები და ნაგვის ურნები). ვინაიდან პარკს აქტიურად მოიხმარს მოსახლეობა მაგრამ სამწუხაროდ შესაბამისი პირობები ნაკლებად არის შექმნილი. შეტანილ განცხადებას თან ახლდა მოსახლეობის ხელმოწერები 




კინო კლუბი

მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული #17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ თემიდას ორგანიზებით და კინო სახლთან არსებულ კინო სტუდიასთან თანამშრომლობით სკოლაში ფუნქციონირებს კინო კლუბი. 3თვის განმავლობაში ახალგაზრდები ყოველ პარასკევ დღეს უყურებენ ფილმებს და შემდეგ ხდება ფილმის განხილვა, იმართება დებატები და დისკუსიები ფილმში წამოწეულ პრიორიტეტულ თემებზე. შეხვედრებს ხელმძღვანელობს ბატონი ლუკა ბერიძე. კინო კლუბის წევრები არიან 10 კლასის მოსწავლეები (15 კაცი). კინო კლუბი შექმნილია პროექტის ,,კინო პროექტი სკოლებში"-ის ფარგლებში. პროექტში ჩვენი სკოლის გარდა ჩართული არიან სხვა სკოლებიც. პროექტის მიზანია ძველი და ახალი ფილმების და რეჟისორების მუშაობის განხილვა-ანალიზი.