Thursday, April 3, 2014

ვიზიტი 112-ში


2014 წლის, 27 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს, საგანმანათლებო ინიციატივების ქართული ასოციაციის ორგანიზებით სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები ესტუმრნენ. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი, რუსთავის ოთხი და მარნეულის სამი საჯარო სკოლის, მეცხრე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დაათვალიერეს.
 40-მდე უფროსკლასელი „112“-ის ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი მიიღეს.
 სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ცნობილი გახდა გამკაცრებული საკანონმდებლო ცვლილებები ცრუ და არამიზნობრივი ზარების განხორციელების დროს და აღნიშნული კანონდარღვევის შემთხვევაში დაწესებული ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.
მოზარდებმა ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტინარკოტიკული კამპანიის შესახებ, სლოგანითერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“, მიიღეს ინფორმაცია. აღნიშნული კამპანიის მიზანი .. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირებაა. „112“-ის წარმომადგენლებისაგან მოზარდებისთვის დეტალურად იქნა ახსნილი სიმპტომები, რომლებიც ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას შეიძლება მოყვეს და აღინიშნა მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას 112-ზე დროულად დარეკვის აუცილებლობა.
„112“-ში ვიზიტი სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყოველთვის აინტერესებდათ ცენტრის ფუნქციონირების სპეციფიკა და ოპერატორების სამუშაო რეჟიმი.
 ვიზიტის დასასრულს, სამოქალაქო კლუბის წევრ მოსწავლეებს „112“-ისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

No comments:

Post a Comment