Monday, November 18, 2013

ტრენინგი ,,შეუნარჩუნე დედამიწა შთამომავლობას"


13 ნოემბერს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში #17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,თემიდამ“ ჩაატარა ტრენინგი ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, სახელწოდებით ,,შეუნარჩუნე დედამიწა შთამომავლობას“. ტრენინგს ესწრებოდნენ #21; #13; #7;#2;#20;#9  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები მეურვეებთან ერთად. თვითმმართველობიდან მოწვეული გვყავდა სტუმრად ქალბატონი ლეილა აფციაური. ტრენინგის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ვაჩვენეთ 2  მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ხოლო ტრენინგის მეორე ნაწილში გავმართეთ დისკუსია თემაზე: არის თუ არა ეკოლოგიურო პრობლემების გამომწვევი მთავარი მიზეზი ადამიანი. იგივე თემაზე, ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა სკოლაში და სოციალურ ქსელშიც და შედეგები დისკუსიის ბოლოს გავაცანით ტრენინგის მონაწილეებს. დისკუსიამ ნაყოფიერად ჩაიარა,  წამოვიდა ახალი ინიციატივები როგორც მოსწავლეებისგან ასევე ქალბატონი ლეილა აფციაურისგან. დავსახეთ სამომავლო გეგმები: თვის ბოლომდე აუცილებლად ვესტუმრებით  ახალ ნაგავსაყრელს, ქალბატონი ლეილას რჩევით იგივე ტრენინგს ჩავატარებთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან და სკოლაში დავიწყებთ ახალ პროექტს ,,ერთი კლასი - ერთი ხე“. ამ პროექტისთვის ნერგების მოძიებაში გვეხმარება ბატონი დავით სუქნიძე. ტრენინგის პარალელურად დარბაზში გამოფენილი იყო სამოქალაქო კლუბების მიერ მომზადებული პლაკატები. ჩვენი ტრენინგის მიზანი იყო მოსახლეობისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია  მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ და ერთად გაგვეგემა აქტივობები ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.

No comments:

Post a Comment