Tuesday, November 5, 2013

#17 საჯარო სკოლის კიდევ ერთი წარმატება


17 სკოლის კიდევ ერთი წარმატება!!!!!
სკოლებს შორის ჩემპიონატში ჩვენმა გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა!!!!!!

22-30 ოქტომბერს რუსთავის სკოლებს შორის ჭადრაკში გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. 30 ოქტომბერს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც თასებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. გუნდური ჩემპიონატი ქვემო ქართლის ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება. აღსანიშნავია, რომ პირველი ნოემბრიდან ფუნქციონირებას რუსთავში ჭადრაკის სკოლა დაიწყებს. სკოლა რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის დრამატული თეატრში განთავსდება.

No comments:

Post a Comment