21 სექტემბერს, რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით,
შეხვედრა
ჩატარდა
ახალგაზრდობების
წარმომადგენელთან
გაეროში
თორნიკე
ზურაბაშვილთან.
შეხვედრის
პირველ
ნაწილში
საუბარი
იყო
გაეროს
და
მისი
ახალგაზრდული
პროგრამების
თაობაზე,
ხოლო
მეორე
ნაწილი
ღია
დისკუსიას
დაეთმო.
რუსთაველი
ახალგაზრდების
განცხადებით,
ქალაქში
არ
არსებობს
საკმარისი
გასართობი
ადგილები
და
სპორტის
ინფრასტრუქტურა.
მნიშვნელოვანი
დრო
დაეთმო
სასკოლო
განათლებასთან
დაკავშირებული
პრობლემებს:
სწავლების
დაბალი
ხარისხი
(რაც
რეპეტიტორებთან
დამატებით
სწავლას
და
ხარჯებს
მოითხოვს),
მასწავლებლების
თეორიული
და
პრაქტიკული
ცოდნის
დონე,
კლასების
დიდი
რიცხოვნობა,
“უნარების”
სასკოლო
პროგრამაში
არარსებობა,
სკოლის
დონეზე
ახალგაზრდისთვის
პროფესიული
არჩევანის
გაკეთებისას
დახმარება
და
სკოლის
ბოლო
წლებში
პროფესიული
მიმართულებების
არჩევის
შეუძლებლობა.
ახალგაზრებმა
ასევე
გაუსვეს
ხაზი
საერთაშორისო
პროექტებში
მათი
ჩართულობის
დონეს
და
აღნიშნეს,
რომ
ამ
მხრივ
კიდევ
ბევრი
რამაა
გასაკეთებელი.
აზრი
გაიყო
ძალადობის
ზრდის
საკითხზე:
ზოგი
ამბობდა,
რომ
ძალადობამ
იმატა
ხოლო
დანარჩენი
არ
ემხრობოდა
მათ
მოსაზრებას.
ახალგაზრდებმა
ასევე
მიმოიხილეს
ქვეყნის
ზოგადი
პრობლემები
და
აღნიშნეს,
რომ
განსაკუთრებით
საგანგაშოა
მთიანი
რეგიონების
და
სოფლის
პრობლემები.
აღინიშნა,
რომ
ამ
ადგილებში
პრობლემები
უფრო
მწვავედ
დგას.
ახალგაზრდებმა
ასევე
გაამახვილეს
ყურადღება
მათთვის
დასაქმების
დროებითი
შესაძლებლობების
შექმნის
საჭიროებაზე.
შეხვედრას
ესწრებოდა
ჩვენი
კლუბის
წევრი
დიანა
მოსიძე.
No comments:
Post a Comment