Saturday, November 23, 2013

ლეონიძის პარკის გამწვანება

23 ნოემბერს ქვემო ქართლის რეგიონში ქალაქ რუსთავში  მასშტაბური გამწვანების აქცია გაიმართა.   ლეონიძის სკვერში, რომლის რეაბილიტაციაც, უკვე დაწყებულია ფიჭვის 1000 ნერგი დაირგა. აქციაში ადგილობრივ რუსთაველებთან ერთად სასულიერო პირები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
ლეონიძის სკვერში ნერგები სკოლის მოსაწვლეებთან, სპორტსმენებთან, საჯარო მოხელეებთან ერთად შსს-ს ადგილობრივმა წარმომადგენლებმაც დარგეს. აქციაში მონაწილეობას იღებდა #17 საჯარო სკოლის ათი მოსწავლე. აღნიშნული ინიციატივა რუსთავის მერს, დავით ჯიქიას ეკუთვნის. ნერგვების დარგვის შემდეგ ლეონიძის სკვერში სამელიორაცია სისტემა მოეწყობა და ნერგებს განსაზღვრული პერიოდულობით მორწყავენ. ჩვენი კლუბი მიესალმება ასეთი ინიციატივების განხორციელებას და მომავალშიც აქტიურად იქნება ჩართული ასეთ ღონისძიებებში.


No comments:

Post a Comment