Tuesday, November 5, 2013

გახდი ქველმოქმედი


სიქა- ინიციატივით წამოწყებული საქველმოქმედო კამპანიამგახდი ქველმოქმედიკონკრეტული შედეგები გამოიღო. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილი რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრების აქტიურობის შედეგად მოხერხდა ერთ-ერთი კონკრეტული სოციალურად შეჭირვებული ოჯახისათვის მცირედი დახმარების გაწევა.
 17 სექტემბერს, მოსწავლეები ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. მოსწავლეებმა თემის დახმარებით ოჯახისთვის შეაგროვეს ტანსაცმელი, საკვები, საკანცელარიო ნივთები და სათამოშოები პატარებისთვის.
 შეგროვებული რესურსი ოჯახს გადასცეს, გაეცვნენ ოჯახის მდგომარეობას და მომავალში ურთიერთობას და დახმარებას დაპირდნენ.
 გახდი ქველმოქმედისფარგლებში მოსწავლეებმა სოციალური სააგენტოს დახმარებით შეარჩიეს სოციალურად დაუცველი რამდენიმე ოჯახი და გამოიკვლიეს მათი საჭიროებები. ოჯახების დასახმარებლად მოსწავლეები ადვოკატირებას აწარმოებენ კერძო ბიზნესებთან და ურთიერთობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
 სამოქალაქო კლუბის წევრები შემდგ კვირას სოციალურად დაუცველ მორიგ ოჯახს ესტუმრებიან

No comments:

Post a Comment