Sunday, February 9, 2014

ვისწავლოთ ერთად კეთილმოწყობილ გარემოში

  
  

მოგესალმებით, მე ვარ თაკო იოსელიანი #17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,თემიდას“ ლიდერი. ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ ჩვენი პროექტის შესახებ. როდესაც გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი,  გადავწყვიტე მეც გამეგზავნა პროექტი. გამოკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სკოლას ყველაზე მეტად ჭირდებოდა სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ოთახი. პროექტი ,,ვისწავლოთ ერთად კეთილმოწყობილ გარემოში“ დაგვიფინანსეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა ჩავატარეთ ტრენინგები ინკლუზიური განათლების შესახებ, მოვაწყვეთ ფილმის ,,როგორ ინგრევა კედელი“ ჩვენება-განხილვა. ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ რუსთავის სხვადასხვა სამოქალაქო კლუბის წევრები, მასწავლევლები, მოსწავლეები და  ინკლუზიური განათლების სპეციალისტები.  პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევა ,,რა უშლის ხელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციას  საზოგადოებაში“.  კვლევა ჩატარდა როგორც სოციალურ ქსელში ისე  სკოლაში და კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, ფსიქოლოგებმა, სამოქალაქო კლუბების წევრებმა და რუსთაველმა მოქალაქეებმა. კვლევის შედეგად შემდეგი ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა: საზოგადოების არასწორი დამოკიდებულება, შესაბამისი გარემოს არ ქონა, არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობა, ინფორმაციის ნაკლებობა... 16 დეკემბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელზეც განხილული იქნა კვლევის შედეგად წამოწეული პრობლემები და   შემუშავებული ინიციატივებით 24 იანვარს მივმართეთ თვითმმართველობას, იმის თაობაზე, რომ რუსთავის ყველა სკოლას ( 21 და 28 სკოლის გარდა ვინაიდან ამ სკოლებს აქვთ პანდუსები) გაუკეთდეს პანდუსები და ველოდებით მერის მხრიდან გამოხმაურებას. იმ ფინანსებით, რომელიც  გამოყოფილი იყო პროექტისთვის მოვაწყვეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ოთახი. 4 თებერვალს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, რომლის პარალელურად გამოფენილი იყო სსსმ მოსწავლეების, სკოლის მოსწავლეების და სამოქლაქო კლუბი მოსწავლეების ნახატები საზოგადოებაში ინტეგრაციის თემაზე. შემაჯამებელ  ღონისძიებას ესწრებოდა სიქას საგრანტო პროექტების კოორდინატორი ქალბატონი ცირა თავშავაძე.  პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში აქტიურად თანამშრომლობდნენ რუსთავის #12, #5, #2, #23, #26, #10 საჯარო სკოლები.  პროექტის  ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია სისტემატიურად იდებოდა etanews.ge-ze. პროექტი წარმატებით განხორციელდა.  შემაჯამებელი ღონისძიების შემდეგ პედაგოგები შეუდგნენ სსსმ მოსწავლეებთან მუშაობას.

No comments:

Post a Comment