29 ნოემბერს #17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა
,,თემიდამ“ ჩაატარა ტრენინგი პროექტის ,,ვისწვალოთ
ერთად კეთილმოწყობილ გარემოში“ ფარგლებში. ტრენინგის მთავარი თემა იყო ინკლუზიური განათლების
პრინციპები და სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე ბავშვების ინტეგრაცია საზოგადოებაში. ტრენინგის მეორე ნახევარში
ვაჩვენეთ ფილმი ,,როგორ ინგრევა კედელი“ და მოვაწყეთ განხილვა -დისკუსია. ჩვენ ჩავატარეთ
ტრენინგამდე კვლევა სოციალურ ქსელში თემაზე ,,რა უშლის სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციას
საზოგადოებაში“ და კვლევის შედეგები განვიხილეთ ტრენინგის ბოლოს. დისკუსიის შედეგად
გამოიკვეთა ინტეგრაციაში ხელისშემშლელი შემდეგი
ფაქტორები: საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, სახელმწიფოს, მედიის და არასამთავრობო
ორგანიზაციების პასიური ჩართულობა , შესაბამისი გარემოს არ ქონა, საზოგადოების არაჯანსაღი
დამოკიდებულება და სხვა. არსებული ფაქტორების და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ჩვენ
კიდევ ერთხელ შევიკრიბებით უახლოეს მომავალში მრგვალი მაგიდის ირგვლივ და ვიმსჯელებთ
პრობლემების მოგვარების გზებზე. ტრენინგს
#17 სკოლის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ რუსთავის სხვადასხვა სამოქალაქო
კლუბის წევრები და ის მასწავლებლები, რომლებსაც უწევთ სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე) მოსწავლეებთან ურთიერთობა.
No comments:
Post a Comment