Sunday, December 1, 2013

ვიზიტი განათლების და მეცნიერების სამინისტროში


სიქა- ორგანიზებით 29 ნოემბერს ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვივნენ. საინტერესო და ინფორმაციულ ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს მარნეულის #5, #6, #8, კოდის, კუმისის, რუსთავის #9, #11, #15, #17, #20, #21, #22, #26 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების აქტიურმა წევრებმა. ვიზიტის დროს მოსწავლეებს გიდობას უწევდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი, ქალბატონი ნატო დგებუაძე. მან ახალგაზრდებს გააცნო სამინისტროს რამდენიმეს სტრუქტურის მუშაობის სპეციფიკა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონფერენციო და მოლაპარაკებების სივრცეები, გაცნობოდნენ შენობის ისტორიას.
 სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სიქა- გუნდი კიდევ მრავალ საინტერესო ვიზიტს გეგმავს სამოქალაქო კლუბების აქტიური წევრებისათვის.

No comments:

Post a Comment