Monday, December 2, 2013

შიდისის საერთაშორისო დღე

1 დეკემბერს რუსთავში სიქა-ს ორგანიზებით გაიმართა ღია აქცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის დღეს მიეძღვნა. ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი საზოგადოებრივ გაერთიანება ბემონთან და სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართულ ასოციაციასთან ერთად.
აქცია დაიწყო სიქას ოფისიდან მსვლელობით, რომელშიც მონაწილეობდა სიქას ქართველი და უცხოელი მოხალისეები და სამოქალაქო კლუბების წევრები. ღონისძიების მონაწილეები გზაში არიგებდნენ შიდსის სიმბოლოს წითელ ლენტებს , საინფორმაციო ბროშურებს და სტიკერებს.
მსვლელობა დასრულდა რუსთავის მერიის წინ, სადაც მონაწილეებმა მოაწყვეს აივთან დაკავშირებული სტიგმის თემაზე დახატული პლაკატების გამოფენა.
პარალელურ რეჟიმში სიქას ოფისში, მეგობრობის ქუჩა #12-ში მიმდინარეობდა ტესტირების პროცესი. ტესტირება მოიცავს მარტივი სისხლის ანალიზის პროცესს, რომელიც უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად ტარდება. ტესტი არის უფასო და 20 წუთის განმავლობაში ატყობინებს თავის აივ/სტატუსის შესახებ ტესტის ჩატარების მსურველს.
ტესტირებების ჩატარება გაგრძელდება 8 თვის მანძილზე ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს სიქას ოფისში, მეგობრობის ქ. #12-ში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ღონისძიება დასრულდა მერიის წინ მიმდებარე მოედანზე მანათობელი ფრანების გაშვებით.

No comments:

Post a Comment