Sunday, December 8, 2013

რეგიონალური გაკვეთილი თემაზე აქტიური მოქალაქე

ქალაქ რუსთავის N-17 საჯარო სკოლაში ჩატარდა მე-10 კლასელების მონაწილეობით ღონისძიება, რომლის ხელმძღვანელი და ორგანიზატორი იყო ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნათია ზუმბაძე. ღონისძიებაზე მონაწილეებმა ისაუბრეს აქტიური მოქალაქის მთავარ მოვალეობებზე და სტუმრებს წარუდგინეს ისეთი დიდი პიროვნებები როგორებიც იყვნენ: ნელსონ მანდელა, მაჰათმა განდი და მერაბ კოსტავა. ღონისძიების მონაწილეებს წინასწარ მომზადებული ქონდათ ვიდეო რგოლი, ბავშვებმა ჩაატარეს გამოკითხვა თუ როგორ ესმით აქტიური მოქალაქეობა და სამწუხაროდ მხოლოდ ერთმა შეძლო ამ კითხვაზე სრული პასუხის გაცემა. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა სიტყვით მიმართეს მოსწავლეებს. ხოლო კლასის დამრიგებელს და სამოქალაქო განათლების პედაგოგს გადაეცათ დიპლომები აქტიური მოქალაქეების აღზრდისათვის. ღონისძიების მონაწილეები კი წიგნაკებით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები რუსთავიდან და სხვა ქალაქებიდან. ასევე ესწრებოდა მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი გურანდა სირბილაძე და რეგიონალური კოორდინატორი ქვემო ქართლიდან ლია ღუღუნიშვილი, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ სფეროში და არის ორგანიზატორი სხვადასხვა პროექტების.

No comments:

Post a Comment