Wednesday, December 18, 2013

მრგვალი მაგიდა პროექტის ,,ვისწავლოთ ერთად კეთილმოწყობილ გარემოში"-ს ფარგლებში


PH international-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ვისწავლოთ ერთად კეთილმოწყობილ გარემოში“ ფარგლებში 16 დეკემბერს #17 საჯარო სკოლაში გაიმართა მრგვალი მაგიდა. მანამდე მოსწავლეებმა სკოლაში და სოციალურ ქსელში ჩაატარეს კვლევა თემაზე ,,რა უშლის ხელს ინკლუზიური მოსწავლეების ინტეგრაციას საზოგადოებაში“. კვლევის შედეგად რამდენიმე მთავარი პრობლემა გამოიკვეთა: შესაბამისი გარემოს არ ქონა, საზოგადოებრივი გულგრილობა, ინფორმაციის ნაკლებობა და ახალგაზრდების და სახელმწიფოს პასიურობა. მრგვალ მაგიდაზე განვიხილეთ თითოეული პრობლემა და ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე. მშობლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ აუცილებელია ასეთი შეხვედრების ხშირად ჩატარება საზოგადოებრივი დონის ასამაღლებლად. ერთ-ერთ პრობლემაზე საუბრისას წამოვიდა ინიციატივა, რომ შესაბამისი გარემოს შესაქმნელად სკოლაში უნდა გავაკეთოთ პანდუსები. ამ ინიციატივას უახლოეს მომავალში განვახორციელებთ. მრგვალ მაგიდაზე მოწვეული იყო ინკლუზიური განათლების კოორდინატორი ნონა ბერუაშვილი, ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლები, #5 და #12 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები.

No comments:

Post a Comment