Friday, December 13, 2013

ვიზიტი სხვა სამოქალაქო კლუბებთან ერთად ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში

11 დეკემბერს #17 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,თემიდას" ინიციატივით რუსთავის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოინახულეს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა.  მოსწავლეებს გიდობა გაუწია კომპანიის დირექტორმა ხათუნა გუგეშაშვილმა.
სამოქალაქო კლუბის წევრებმა დაათვალიერეს ქარხანა გაეცვნენ მუშაობის  და ნარჩენების დახარისხების პრინციპს. ახალგაზრდები დააინტერესა იმ ფაქტმა, რომ ხდება დახარისხებული ნარჩენების გაყიდვა თურქეთში და რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა ნაწილის საქართველოშივე გადამუშავდება. ვიზიტის მეორე ნაწილში ქალბატონმა ხათუნამ უპასუხა მოსწავლეების კითხვებს  და გაგვაცნო სამომავლო გეგმები და პროექტები, რომლების განხორციელებასაც აპირებენ მომავალში

No comments:

Post a Comment