Saturday, March 1, 2014

შეხვედრა თამარ გურჩიანთან

21 თებერვალს სიქა- ორგანიზება გაუკეთა საინტერესო შეხვედრას ქალბატონ თამარ გურჩიანთან, რომელსაც აქტიური მოქალაქეობის დიდი გამოცდილება აქვს . საოქალაქო კლუბების ლიდერებთან შეხვედრისას მან ახალგაზრდებს გაუზიარა თავისი გამოცდილება,რაც საინტერესო დისკუსიაში გადაიზარდა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ თამარის შეხედულებებით სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ასევე მისი საქმიანობით.
თამარ გურჩიანმა საკუთარი გამოცდილების საფუძველზე არაერთხელ გააჟღერა მთავარი გზავნილი, რომ ყველა სფეროში წარმატება მოდის მხოლოდ და მხოლოდ ბევრი შრომის და სწავლის შედეგად. ახალგაზრდები დიდი ინტერესით უსმენდნენ მოწვეულ სტუმარს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის სამოქალაქო კლუბების წევრები. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა დიდი მადლობა გადაუხადეს მოწვეულ სტუმარს ნაყოფიერი და საზოგადოებისთვის სასარგებლო ცხოვრების გამო.

No comments:

Post a Comment