Wednesday, March 12, 2014

ონლაინ კონფერენცია ლია გიგაურთან

     27 თებერვალს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, განათლების მულტიმედია ცენტრში, სამოქალაქო განათლების თემაზე ონლაინ კონფერენცია გამართა.
      ონლაინ კონფერენციის დროს, აუდიტორიაში მყოფ თბილისის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრ მოსწავლეებს და საქართველოს ყველა რეგიონიდან Skype-ის საშუალებით ჩართულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ლია გიგაურისათვის კითხვები დაესვათ და გაეგოთ, თუ როგორ წარმოუდგენია მას ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესში და როგორ აფასებს იგი მათ ჩართულობას სკოლაში თუ, მის გარეთ არსებული პრობლემების მოგვარებაში. სულ კონფერენციაში 140-ამდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მონაწილეობას იღებდა კონფერენციაში ჩვენი სამოქალაქო კლუბის ლიდერი გიგა გიგაური.
      ონლაინ კონფერენცია გაიმართა სამოქალო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელბს PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

No comments:

Post a Comment