Wednesday, March 19, 2014

შეხვედრა მწერალ ცირა გელენავასთან



14 მარტს #17 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ ,,თემიდას“ ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა მწერალ ცირა გელენავასთან. შეხვედრის დროს ქალბატონმა ცირამ პრეზენტაცია გაუკეთა თავის წიგნს ,,და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ .  მოსწავლეები განსაკუთრებით დააინტერესა იმ ფაქტმა, რომ წიგნი არის ისტორიული, სათავგადასავლო, სასიყვარულო, შემეცნებითი, ფილოსოფიური ჟანრის, ამრიგად ყველანაირი ჟანრის მკითხველისთვის არის საინტერესო. განსაკუთრებით ყურადღებაგასამახვილებელია ის ფაქტი, რომ ძველი საბერძნეთის, სპარსეთის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების ისტორიასთან ერთად, რომლებზეც საუბარია წიგნში, მკითხველი ეცნობა ქართულ კულტურასაც. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრეზენტაციას სამოქალაქო კლუბის წევრებთან და მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ ქართული ენის პედაგოგები.

No comments:

Post a Comment