Wednesday, March 19, 2014

სასკოლო სამოქალაქო კლუბების შეხვედრა

18 მარტს რუსთავის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები სიქას ოფისში შეიკრიბნენ და ერთმანეთს თებერვლის თვეში განხორციელებული აქტივობები გაუზიარეს.
კლუბები ჩაერთვნენ სიქას მიერ გამოცხადებულ აქტივობაში „გავაკეთოთ ეს ქვემო ქართლში“, რომლის ფარგლებში კლუბებში მოიწვიეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებთანაც მოაწყვეს შეხვედრა და დისკუსია მათთვის საინტერესო და სასარგებლო თემებზე.
აქტივობაში მონაწილეობისთვის კლუბებს საჩუქრად გადაეცათ საკანცელარიო კომპლექტი, რომელსაც კლუბში მუშაობის დროს გამოიყენებენ.
შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს ინიციატივებსა და შედეგებზე, რომლითაც სხვადასხვა დაწესებულებებს მიმართეს.


მოსწავლეებმა ერთობლივად დაგეგმეს სამომავლო აქტივობა, რომელიც საგზაო წესების დაცვის პროპაგანდას ემსახურება და მომდევნო სამუშაო შეხვედრაზეც შეთანხმდნენ. 

No comments:

Post a Comment